“ლოზუნგური აზროვნების კლასიკური ნიმუში-ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა რა თავს იშტერებს-ვითომ ვერ გაიგო რა ვთქვი”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერიას განცხადების პასუხად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში, უკრაინელებან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო.
მისი თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება უაღრესად საზიანოა და რუსეთის ნარატივს აძლიერებს.