პარიზის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობას 3-4 საათი დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას cnbc ავრცელებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი იმის ალბათობა, რომ ტაძრის კედლები მაინც გადარჩეს ახლა უფრო მაღალია ვიდრე რამდენიმე საათის წინ.
სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს: “შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაგებობა სრულ განადგურებას გადავარჩინეთ.”
პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი უკვე რამდენიმე საათია ცეცხლშია გახვეული, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ტაძრის სახურავი და გუმბათი ჩამოინგრა.