ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი – ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 321 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმი განსაზღვრა. მარტის თვის საარსებო მინიმუმი 181 ლარია. ეს ციფრი წინა წელთან შედარებით, 2 ლარით მეტია.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 256.8 ლარია, სამსულიანის 288.9, ოთხსულიანის კი 321 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის განსაზღვრულია 361.2 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 427-ით.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.

იტვირთბა....