მთავარი ციტატა

“საჭიროა რეგულაციები, რომლებიც შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში”

“ჩვენ ორი კვირის წინ დავაფიქსირეთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მათ შორის რეკლამის ნაწილში. უახლოეს მომავალში ინიცირებული იქნება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით, თუმცა რეკლამის მიღმაც საჭიროა ისეთი რეგულაციების ამოქმედება, რომლებიც მაქსიმალურად შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში, საუბარია ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზეც. ამ ყველაფერზე პარლამენტი იმუშავებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში შემუშავდება კანონპროექტი”.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე

არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ დღეს გამარტულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც კვლევა თბილისის სხვადასხვა უბნის 10 სკოლაში ჩატარდა და შედეგები საკმაოდ მძიმეა.

იტვირთბა....