„ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა რომ საერთო ჯამში გამოკითხული სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს 18 წლამდე მოზარდებისთვის აზარტულ თაშებთან შეხებას. ტენდენცია არის ისეთი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ. მაგალითად, თუ გამოვაკლებთ ამ გამოკითხვას 14 წლის მოსწავლეების მონაცემებს და შევხედავთ 15-დან 18 წლამდე ასაკის სტატისტიკას, მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და შეადგენს 59%-ს”.
გუგა ბესელია, არასამთავრობო ორგანიზაცია “აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” წარმომადგენელი.
ააიპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი გუგა ბესელია
Gepostet von მედიაჰოლდინგი „კვირა“ am Montag, 15. April 2019