ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიას პასუხობს და აცხადებს, რომ რეგლამენტი, კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს.

მისი შეფასებით, ეს ბუნებრივი და სწორია.

„რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ეს არის შეუძლებელი. კარგად იცით, რეგლამენტი როგორ არის გაწერილი. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მომხსენებელი რომელიც უნდა იყოს დეპუტატი, ამ შემთხვევაში გამოდის თანამომხსენებელი, ასევე დეპუტატი. სახალხო დამცველის მონაწილეობას არანაირი ფორმით არ ითვალისწინებს რეგლამენტი, რაც ბუნებრივია სწორია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა, ნონო ლომჯარიამ გადაწყვიტა, პარლამენტს მოხსენებით მიმართოს.

საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და მასში არსებულ ხარვეზებს.

იტვირთბა....