“მაქსიმალურად ჩავერთვები რეგიონებში პირველ ეტაპზე. პარტიის ხელმძღვანელის ასეთი გადაწყვეტილებაა, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ. ყველა თვითმმართველობის მმართველმა უნდა იგრძნოს ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, ხალხთან. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათი ძალაუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ დაგვიჭირა მხარი და მანდატი მოგვცა მოსახლეობამ. ზოგიერთ ოლქში მესმის ხმები, ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან. გააფუჭებენ თუ არ გააკეთებენ, პასუხს არავინ მოსთხოვს. ასე არ იქნება. ასე აღარ გაგრძელდება. უბრალოდ, მინდა, ეს წინასწარ დავაანონსო. ჩვენ ყველა რაიონში მაქსიმალურად გავააქტიურებთ მუშაობას. პარტიის მუშაობას და პარტია ადგილზე სიტუაციის მაკონტროლებელი იქნება, რომ მოსახლეობას გვერდში მაქსიმალურად დავუდგეთ”
ირაკლი ღარიბაშვილი