ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქდისკუსიაში იწვევს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ეხებოდა.

უგულავას თქმით მარტივი ლოგიკაა – ყველას აწყობს მეზობლად ჰყავდეს არააგრესიული და განვითარებული მეზობელი, რადგან ეს ორმხრივი სარგებლობის მომტანია.

“ძალიან ბევრი საკამათო თეზისია გამოთქმული ბატონი მიხეილის მიერ, მეტიც – იძლევა ისეთი ინტერპრეტაციების შესაძლებმობებს, რომ საზიანოც შეიძლება იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის. ევროკავშირისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ბიუროკრატიზმი, ხშირად არის ხოლმე შემაფერხებელი ფაქტორი სწრაფი განვითარებისთვის, როცა ქვეყანაში რეფორმისტული მთავრობაა, მაგრამ მტკიცება იმისა რომ მათ მხოლოდ “გარკვეულ ჩარჩოებში” სურთ ჩვენი განვითარება ფუნდამენტურად არასწორია.

მარტივი ლოგიკაა – ყველას აწყობს მეზობლად ჰყავდეს არააგრესიული და განვითარებული მეზობელი, რადგან ეს ორმხრივი სარგებლობის მომტანია. “ევროპას ჩვენი მუშა ხელი უნდა მხოლოდ” – მცდარია. თუ რამეზეა დღეს ევროპაში კამათი, ეს მიგრანტების თემაა. ბრექსითის ერთ ერთი განმაპირობებელი მიზეზიც პოლონელი მუშა ხელის “სიმრავლე” იყო. 21-ე საუკუნეში ევროპის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე უკიდურესი მემარცხენეებიც კი აღარ საუბრობენ (ამერიკისგან განსხვავებით. აქაც ცხადია დაუმსახურებლად), რადგან ასეთი დიდი ხანია აღარ არსებობს. ის რაც ჩვენ ცალსახად არ მოგვწონს, გვაღიზიანებს – ეს ევროკავშირის ბიუროკრატიზმია, ოღონდ ამას “კოლონიალიზმი” არ ქვია.

რუსეთის კონტექსტში, ან რუსეთთან რაიმე ტიპის ბმაში ევროპასთან ამ ტერმინის ხმარება კი ფუნდამენტურად არასწორია, რადგან საუბრის კონტექსტის მიღმა, ის შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ტოლობის ნიშანია დასმული.

მოკლედ, ილიას თეზისის “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” აბსოლუტურად არაწორი ინტერპრეტაციაა.

ბატონო მიხეილ, მოდით, რადგან ჩვენი გამონათქვამები ხშირად საკამათოა, მინდა შემოგთავაზოთ თქვენ და ენმ-ს, გვქონდეს ღია ფეისბუქდისკუსია ამგვარ მნიშვნელოვან თემებზე. ამით ვანახებთ ჩვენს საზოგადოებას სად ემთხვევა ჩვენი პოზიციები, სად განსხვავდება. მოვახერხოთ ეს, ქოცებისგან განსხვავებით, საქმიანად, ემოციის გარეშე და ურთიერთპატივისცემით. ამით ვანახოთ მაგალითი, რომ თუნდაც ფუნდამენტურად განსხავებული პოზიციების შემთხვევაში, შეგვიძლია დიალოგი, რაც მნიშვნელოვანია საერთო მიზნის – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების – მისაღწევად. მარტივად, ასე უფრო დაგვიჯერებს ხალხი” – წერს გიგი უგულავა სოციაურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში, უკრაინელებან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო.

მისი თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

იტვირთბა....