მთავარი საზოგადოება ციტატა

“ყოველთვის ვიყავი “დაიცავი საქართველოს” მიმართ სოლიდარული და აქტიური წევრი” – ბესელია

„ყოველთვის ვიყავი ამ მოძრაობის მიმართ სოლიდარული და აქტიური წევრი. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ერთად ვცდილობდით, რომ როგორმე შეგვეცვალა რეჟიმი. აქ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, ვინც ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით იმ მთავარი იდეალების მიმართ, როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება, ღირსება. შეგვკრიბა წუხილმა, რომელიც უკავშირდება ბოლო პერიოდის მოვლენებს. ქვეყანაში ვითარება შესაცვლელია. წარსულის აღზევება და დაბრუნება, დღეს მისი ახალ სამართლიანობად გასაღება – ეს მიუღებელია ყველასთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ამ ბრძოლას.

ალბათ, მთავარი გზავნილი იქნება, რომ არასდროს უნდა დავბრუნდეთ წარსულში. არც მათი რეანიმაცია არ შეიძლება, რასაც დღეს, სამწუხაროდ, მმართველი პარტია და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები აკეთებენ. მიუღებელია, როცა მეუბნები, რომ მერე რა მოხდა, ისინი ცუდები იყვნენ და მერე კარგები გახდნენ და მოდი, ისევ ავირჩიოთო. ამან გაყო ჩვენი გზები დღეს, მაგრამ ვერ გაყო იმ ადამიანების გზები, ვინც ამ მარადიული ღირებულებების ერთგული დარჩა. ეს ალბათ, იქნება გზა ახალი პროცესებისთვის და მე მგონია, რომ ამას ექნება საინტერესო გაგრძელება”

ეკა ბესელია

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრა ფილარმონიაში  იმართება.

იტვირთბა....