“პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში”, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკი კობახიძემ განცხადა, ბსოლუტური სიმახინჯე“ და ტყუილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქოს ის ეკა ბესელიასთან ბოდიშის მოსახდელად მიიყვანა, თუმცა, ბესელიამ მისი ბოდიში არ მიიღო.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ტყუილია როდესაც ეკა ბესელია ამბობს, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილმა მასთან ბოდიშის მოსახდელად მიგიყვანათ, მაგრამ მან თქვენგან ეს ბოდიში არ მიიღო და საჯარო ბოდიშს ითხოვდა, კობახიძემ უპასუხა: „აბსოლუტური სიმახინჯეა, რასაც ჩვენი კოლეგა ამ შემთხვევაში საუბრობს“.
„ამაზე მე კომენტარი გავაკეთე. როდესაც ახდენ ფაქტის ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც მთლიანად აცდენილია რეალობას, ეს უკვე არის ტყუილი. ამ შემთხევაშიც, სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის ტყუილი. სამწუხარო იცით რა არის? არის ასეთი გამოთქმა, რომ „პოლიტიკა არის ბინძური თამაში“. და როდესაც მე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავიწყე, ცოტა სხვა მოტივიაციით შემოვედი და იმედი მქონდა, რომ ეს მითი დაიმსხვრეოდა; თუმცა ჩანს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში და არა მარტო ჩვენსაში, პოლიტიკა ბევრი ადამიანისთვის ბინძური თამაშია. ამ მოცემულობის რეალიზებაში, სამწუხაროდ, დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენ რამდენიმე კოლეგას, რომლებიც გავიდნენ უმრავლესობიდან“, – განაცხადა კობახიძემ.