მთავარი საზოგადოება ციტატა

ბათუმის საკრებულოში ერთმნეთს “ნაცმოძრაობის” და “ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოში ერთმანეთს, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მერიის აიპებისა და სიპებისგან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას არაერთი გამოთხოვის მიუხედავად ვერ იღებენ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ “ბათუმის წყალს”, სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებში ნეპოტიზმია. მათი თქმით, აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებს “ქართული ოცნების” წევრმა ნატალია ზოიძემ უპასუხა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები პერსონალურ ინფორმაციას ითხოვენ რისი გაცემაც დაუშვებელია.

ოპოზიცია მან სასამართლოში გადაამისამართა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ენმ-ს მიერ უწყებებისთვის გაგზავნილი წერილები, რომელსაც თანდართული ჰქონდა, თანამშრომლების სიაც, რასაც ხმაური მოგყვა.

ოპოზიციური პარტიის წევრები “ქართული ოცნების” დეპუტატს სიის გადაცემას სთხოვდნენ, რაზეც ნატალია ზოიძემ უარი განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა თქმით, მათ მიერ მოთხოვნილი სია სახელმწიფო უწყებებმა მმართველი გუნდის წევრებს მიაწოდეს.

იტვირთბა....