“ხანდახან რომ ვუყურებ ამათ მინისტრებს, მიფიქრია, რეპეტიტორობა ხომ არ დავიწყო და კერძო გაკვეთილები ხომ არ ავიღო, ამათი მინისტრები ხომ არ ვამეცადინო. გახარიასაც ვამეცადინებდი. პირველ რიგში სისტემის მართვაში. ის სისტემა მე ვნახე შიგნიდან რას ნიშნავდა. გახარიამ მიიღო გასუფთავებული კაბინეტი, ყველაფერი კარგად და მშვენივრად აწყობილი. მე რომ მაგ სისტემაში მივედი, მეხუთე სართულზე ისევ ნარკოტიკი იყიდებოდა, ჩვეულებრივად ამუშავებდნენ ბარიგებს, მოჰყავდათ, აძლევდნენ, მერე იმათ ფული მოჰქონდათ, აჭერინებდნენ და ა.შ. გახარიას დღეს შეუძლია გაცილებით მეტად გადადგას წინ ნაბიჯები მუნიციპალური პოლიციის განვითარების კუთხით ან სხვა კუთხით“
ირაკლი ოქრუაშვილი
პალიტრანიუსი “360 გრადუსი”