“ის, რომ განახლება მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პოლიტსაბჭო შეივსო ახალი ხალხით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ განახლების პროცესი შესაძლებლობას ქმნის, რომ დაიძლიოს, „ნაცმოძრაობის“, როგორც რაღაც პოლიტიკურ კეთრად აღქმის პროცესი. მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის მარცხის ფორმულა ხელისუფლებასთან ჭიდილში, თორემ სოლიდურად მიიღებენ ხმებს და ისევ იქნებიან ოპოზიციაში. მარტო ანტიმიშისტები – ეს არის ასევე მარცხის ფორმულა, ამიტომ, გვინდა თუ არა, ერთმანეთი უნდა ავიტანოთ და ჩვენი საზოგადოების დაკვეთა ეს არის – დიდი კოალიცია, კიდევ პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ამ კოალიციასთან თანამშრომლობენ, ეს კოალიციაა ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში“
დავით ბერძენიშვილი