„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის შესასვლელისა და გასასვლელის დასუფთავება დაიწყო.
დასუფთავების აქცია დასავლეთის მხარეს დღეს დასრულდება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით მომდევნო დღეებში დაიწყება.
დღევანდელ აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 40-მდე თანამშრომელია ჩართული და ადგილზე, ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება, ასევე, მერის დავალებით განხორციელდა კვირის დასაწყისში ვერეს ხეობის ფერდობების დასუფთავება.