aviabiletebi
ახალი ამბები ბანკები მთავარი საზოგადოება

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით კოპენჰაგენში, ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია – საქართველო.

გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. ამისთვის საჭიროა ტრანზაქციის განხორციელება ვებ-გვერდიდან www.hub.vtb.ge. აღნიშნული ვებ-გვერდიდან შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ბარათიდან მხოლოდ მიმღების ტელეფონის  ნომრით ან ელ. ფოსტის მისამართით.

ერთი ტრანზაქციის ჩატარებისას გროვდება ერთი ქულა, გადრიცხვის მიმღების მიერ ჩატარებულ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება ერთი ბონუს ქულა. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის და შესაბამისად დაგროვილი ქულების მიხედვით. ყველაზე მეტი ქულის ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარიან ვაუჩერს.

გათამაშების პერიოდი 2019 წლის 10 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით.

იტვირთბა....