თურქეთში, იზმირში ჩატარებული სპეცოპერაციისას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს, ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, 9 კი სირიის.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.