aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე” – ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, მამუკა ბახტაძეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე ჰკითხეს.

„საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ დიდი პროგრესს მიაღწია, რის განმტკიცებაზე თქვენი მთავრობა მუშაობს. მაგრამ არის კითხვები თქვენი წინამორბედი ხელისუფლების წევრთა გასამართლებასთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმით, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევები, როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას“, – მიმართეს მამუკა ბახტაძეს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.

„სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდზე დაადგინა. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ევროპული სასამართლოს აღსრულებას და ჩვენ ვალდებულებას ვასრულებთ. მაგრამ გავიმეორებ, რომ ბატონი მერაბიშვილი რამდენიმე საქმეზე იხდის სასჯელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

იტვირთბა....