იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტს ინიციატივით მიმართავს, რომ ეროვნული გმირების წოდება მიანიჭოს 9 აპრილს დაღუპულ ყველა ადამიანს.
“ბევრ ლაპარაკს ჯობია ამ ხალხს საქმით ვაჩვენოთ რომ ვაფასებთ. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili რომ ეროვნული გმირების წოდება მიანიჭოს 9 აპრილს დაღუპულ ყველა ადამიანს. რამდენიმე წლის წინ მარო მაყაშვილს მიანიჭა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროვნული გმირის სტატუსი. მის გვერდზე ვხედავ მე თამრიკო ჭოველიძესაც და ყველას ვინც 9 აპრილს თავი დადო ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდება მათ ხსოვნას”, – წერს სოციალურ ქსელში დოლიძე.