ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიემ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ამ ორი ათწლეულის განმავლობაში ძალიან დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება
პასკიემ ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის ისტორიულობას და აღნიშნა, რომ 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა.
„ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება იმდენად, რამდენადაც საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობაზე გვექნება საუბარი. ეს ძალიან სიმბოლური დღეა იმდენად რამდენადაც, ჩვენ მოგესალმებით ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს, მას შემდეგ რაც თქვენ გაწევრიანდით საბჭოში. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ამ ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მიერ ძალინ დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება, რომელიც მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას და კეთილდღეობას“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ.