გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ანდრიაძის განცხადებას გამოეხმაურა.
ჯაფარიძე ანდრიაძეს პირდაპირ მთაწმინდაზე ასვლას ურჩევს.
ჯაფარიძემ on.ge-სთნ განაცხადა, რომ ის ამ ამბავს სერიოზულად არ უყურებს. მისივე თქმით, ანდრიაძეს საარჩევნოდ სხვა არაფერი აქვს სათქმელი და გირჩის საკითხზე უნდა სარგებლის მიღება.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ანდრიაძე აპირებს, გირჩის რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.