ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს”

“გარემოს ეროვნული სააგენტო” მომავალი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

“8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი” – ნათქვამია, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....