მთავარი პოლიტიკა ციტატა

კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს მიშისტობაში და ლუწ რიცხვებში მიშა – ბიძინისტობაში – უსუფაშვილი

“აი, ეს იყო 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა. 30 წლისთავს ამ პოლიტიკური სტანდარტით, ამ მორალური ღირებულებებით და ამ სახელმწიფოებრივი მასშტაბით შევხვდით. 30 წელი ამისთვის გვიწვალია ყველას, მათ შორის თავად ივანიშვილსაც. შეუძლებელია, ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ გვეუფლებოდეს…

გირგვლიანის საქმეში შავგულიძე ყოფილა მიშას მზაკვარი თანამზრახველი და მურუსიძე ყოფილა მიშას უცოდველი მსხვერპლი. ამ აზრის კულტივირებას ცდილობს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი პირადად. ხომ გასაგებია, რა სჭირს თავად ამ ლიდერს, რა დღეშია ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში?

პირადად მე რაც მეხება, აქ ყველაფერი წესრიგშია. კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე მიშისტობაში და ლუწ რიცხვებში მიშა – ბიძინისტობაში. მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე.

ამასობაში, ბიძინამ თავისი წერილით პატიოსნად გვამცნო, რომ ეშმაკი მყავს შემოჩენილი და მე კი არა, “ის ყოფს“ ჩემი მეშვეობითო. გუშინაც „ის“ მძლავრობდა. ამიტომ, არგუმენტებით დისკუსია აზრს კარგავს. ლოცვა თუ შელოცვა – საკითხავი ესღა რჩება…”, – წერს სოციალურ ქსელში “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი.

იტვირთბა....