ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

“მეტრონომმა” ქართულ–ბრიტანულ აკადემიას სასამართლო დავა მოუგო

საზოგადოებრივ პოლიტიკურმა ინტერნეტ-გაზეთმა “მეტრონომი” სასამართლო დავა ქართულ–ბრიტანულ აკადემიას მოუგო. მოსამართლემ მედიის ნაწილში არ დააკმაყოფილა აღნიშნული სკოლის სარჩელი, რომელშიც მისი ხელმძღვანელობა გაზეთისგან სტატიაში მოყვანილი ფაქტების უარყოფას მოითხოვდა.

სტატიაში სათაურით – “ელიტარული სკოლა, სადაც ირღვევა ქვეყნის კონსტიტუცია” საუბარი იყო რიგ დარღვევებზე, რომელსაც სკოლის მხრიდან ჰქონდა ადგილი. მოსწავლეების მშობლები დეტალურად აღწერდნენ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მათზე ზეწოლის ფაქტებს. ამასთან, იურისტი პირდაპირ ამბობდა, რომ სკოლის შიდარეგულაციებით ირღვეოდა არამხოლოდ მოსწავლეთა მშობლების უფლებები, არამედ ქვეყნის კონსტიტუცია.

 

 

 

 

იტვირთბა....