“გავიხსენოთ შალვა შავგულიძე, რომელიც იყო „ოცნების“ გუნდი წევრი, გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძე, გია ხუხაშვილი, დავით უსუფაშილი. აბა ნახეთ გია ხუხაშვილი როგორ ასხამს დღეს ხოტბას სააკაშვილს. გუბაზ სანიკიძე საერთოდ მათი მხარდამჭერია. ესენი ოპოზიციაში იყვნენ? უსუფაშვილმა, რომელმაც რევოლუციური სცენარი დაუწერა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებს შორის შუალედში, დეკემბერში, რომელიც კონსტიტუციონალისტობაზე დებს თავს. შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს ის „ნაცებით“ ირჩევა. ეს კაცი იყო „ოცნების“ გუნდის წევრი. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივი თამაში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს გვარები ვინც ჩამოვთვალე ყველა გუნდის წევრები იყვენენ და დრომ აჩვენა, რომ ისინი ოპოზიციონერები იყვნენ? დავიჯეროთ, რომ დღეს ვინც ხოტბას ასხამენ სააკაშვილს, ხუხაშვილი ოპოზიციაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინ, როცა ჩვენი გუნდის წევრობა მოახერხა? შესაბამისად, დაველოდოთ დროს. შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილზე გავიხსენე ის, რაც დაასაბუთა დრომ”
ბიძინა ივანიშვილი
ტელეკომპანია “იმედი”