“კლანურ მმართველობაზე როდესაც საუბრობენ, როცა კლანი მართავს და ხელისუფლება ერევა და ჩემ გვარსაც ასახელებენ, აბა გაიხსენეთ ჩვენი უახლოესი ტრაგედია! ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, თქვენ ნახეთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ მოვიდა თანხვედრაში პროკურატურასთან. ნახეთ სავსე ქუჩები, უამრავი ემოციები და ერთ რამეს ვიტყვი ის მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ დადებულ გამოძების შედეგებს, ეკა არეშიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ. ამ შემთხვევაში რომელ სასამართლოში კლანზე საუბრობენ?! რას შფოთავენ ჩვენი გუნდის წევრები ან სხვები?! შფოთავს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მართული ენჯეოები ერთი სურვილის გამო, როგორმე დაიბრუნონ მართვა სასამართლოზე“.
ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
იმედის ეთერი