“ჩემთვის, როგორც თქვენთვის, ალბათ, ამ ორი დროშის წინ დგომა არის რაღაც სხვა, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოსთან. ორივე დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე დასდო, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყოფილიყო სამარადისოდ”.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს პრეზიდენტის ავლაბრის ყოფილ სასახლეში გამართულ მიღებაზე. სასახლეში აღმართული იყო როგორც საქართველოს არსებული სახელმწიფო დროშა, ისე ძველი დროშა იყო გამოფენილი.
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/2247733058820251/