ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობას ჩემი რცხვენია, ე.წ. პრეზიდენტს არც კი შემოუხედავს” – მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას მისი რცხვენია.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 9 აპრილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ყოველდღე ახსენდება მემორიალთან დაღვრილი სისხლი.

„სამწუხაროდ, აქ დაეცნენ ბავშვები, დაიღვარა სისხლი და აქედან გამომდინარე, ამ დღეს გლოვით აღვნიშნავთ. ამათი დაღვრილი სისხლი, ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს. ყოველდღე მახსენდება ეს. ვისურვებდი ერთიანი ყოფილიყვნენ ქართველები, რომ არ ხდებოდეს ის, თუნდაც რა დღეშიც მე და ზაზა სარალიძე ვართ. ჩვენი საქმე სიბოროტიდან მოდის. ჩემთვის დღეს პასუხი არ გაუციათ. მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს. დღევანდელ მთავრობას ჩემი რცხვენია. მოდიან უჩუმრად და გარბიან”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი თითქმის 8 თვეა რუსთაველის გამზირზე კარავში იმყოფება და მისი შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.

იტვირთბა....