მთავარი საზოგადოება ციტატა

“9 აპრილის ღამეს ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა” – ილია მეორე

“უპირველეს ყოვლისა, ეს არის მაგალითი თავდადებისა. 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისათვის. ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და ღუდუშაური, მერაბი და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი, მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა. მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვმდგარიყავი. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა. ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. ახალგაზრდები შემომეხვივნენ, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა”

ილია მეორე

ტელეკომპანია “იმედი”

იტვირთბა....