9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩას მიენიჭება.
შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დღეს, 10.00 საათზე, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საჯარო განხილვას გამართავს.
უფრო კონკრეტულად, ქუჩებს მიენიჭება მანანა ლოლაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მზია ჯინჭარაძის, თამარ მამულაშვილისა და ელისო ჭიპაშვილის სახელები. ყველა ქუჩა ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
მათივე ინფორმაციით, საჯარო განხილვის დასრულების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალს შეამკობს.