მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლაგაზიძე – ბიძინა ივანიშვილი ახალ ხაზს ირჩევს, გავერთიანდეთ ქაოსის წინააღმდეგ

“ბიძინა ივანიშვილის ახალი ხაზი: შუა გაიკრიფედან – გაერთიანებამდე. შუა გაიკრიფას პრინციპიდან 7 წლის შემდეგ ; არ დავბრუნდეთ 90-იანი წლების სიბნელეში; არ გავცვალოთ რაციონალიზმი და სამოქალაქო მშვიდობა ემოციენზე და ბარიკადებზე; უნდა დასრულდეს პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. როგორც მე მესმის, ეს მისი დღევანდელი მიმართვის ძირითადი მესიჯებია. მართალია: დამოუკიდებლობის შემდეგ ვერა და ვერ მოვახერხეთ ეროვნული ენერგიის მობილიზება და საერთო მიზნისკენ მიმართვა, ხელოვნურად და მიზანმიმართულად დაქსაქსული საზოგადოება ერთმანეთს იმ სასიცოცხლო ენერგიას ვაცლით, რითიც წესით ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო უნდა ვაშენოთ. ამიტომ, “ქართული ოცნებისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 2020-ის არჩევნების წინ, გაერთიანების ეს მესიჯი, რამდენადაც უჩვეულოა, იმდენად საინტერესო: პირველი ადრესატი, როგორც ჩანს, ყოფილი თუ ახლანდელი თანამებრძოლები არიან, უფრო ფართოდ კი საზოგადოება. როგორ შეძკებს ივანიშვილის ამას, როცა სულ მალე ქვეყანა უმწვავეს საარჩევნო ბატალიებში უნდა ჩაეფლოს, რას უნდა დაეფუძნოს ეს ერთიანობა, რამდენად არის ამის რესურსი, რას შესთავაზებს ივანიშვილი გამაერთიანებლად საზოგადოებას და რამდენად შეისმენენ ამას მისი აწ უკვე ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც აგერ უკვე 13 აპრილს “დაიცავი საქართველოს” ეგიდით დიდ თავყრილობას მართავენ – ეს იქნება უახლოესი მომავლის მთავარი გამოწვევა”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს.

იტვირთბა....