“ბიძინა ივანიშვილის წერილის ფრაგმენტი, რომელიც გამოქვეყნებულ ტექსტში უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ „ეშმაკმა დაბლოკა“:
… „ეშმაკი ყოფს“ სწორედ იმით, რომ იგი ჯერ გვაცდუნებს „არა-ჩემიანების“ სამშობლოს მტრებად გამოცხადებით, მერე გვაბრუებს ასეთ „მტრებთან“ ბრძოლის ჟინით და, ბოლოს, გვწირავს ამავე ბრძოლაში მწარე მარცხისთვის.
აღნიშნული სამმოქმედებიანი ტრაგედია ერთპარტიულობის პოლიტიკურ სცენაზე უკვე 30 წელია დიდი წარმატებით თამაშდება. ეშმაკმა ასე აცდუნა, გააბრუა და გაწირა დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება. ეშმაკმა მეც მაცდუნა და გამაბრუა და სანამ გავუწირივარ კიდეც, უნდა შევებრძოლო!
ამისათვის, უარს ვამბობ „ხელისუფლების ვერტიკალის გამაგრების“ ეშმაკისეულ ვერსიაზე და გადავდივარ „ხელისუფლების კონსტიტუციური დანაწილების“ ადამიანურ მოდელზე…”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.