aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

უგულავა – ამაზრზენია ივანიშვილის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვეთანხმები ივანიშვილს- ეშმკი ყოფს! და ვინ თუ არა თვითონ ღვარძლით, ბოღმით და შურისძიებით დაყო ქვეყანა. გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა!
ვეთანხმები ივანიშვილს, რომ “ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია”. ძლივს აღიარა! მაგრამ ჰოი საოცრებავ – ყველა მთავრობის ბრალია ეს და ყველაზე ნაკლებად თურმე ამ ბედოვლათების, ვინც ბოლო 7 წელია მართავს ქვეყანას.

ვეთანხმები ივანიშვილს, რომ პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ როცა მას 9 აპრილს ადარებ, თან ისე რომ ვარდების რევოლუციას არ ახსენებ, უბრალოდ, მეწვრილმანე მატყუარა ხარ. არ დარდება ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება საბჭოთა კავშირიდან, ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვებასთან.
უბრალოდ ამაზრზენია ივანიშვილის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი, მაშინ როცა ის 1989 წელის მერე რუსეთის და არა საქართველოს მოქალაქე გახდა და “ვიგოვორის” გაადვილებისთვის
ბიძინას ნაცვლად პასპორტში ბორისი ჩაიწერა. გენერალ ლებედს “არასკრუტკებდა” როდიონოვათან ერთად!
მოკლედ – დეგრადირებული მმართველის უტიფარი ტირადაა
პ.ს. შიშს დიდი თვალები აქვს”, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის მიე რგამოქვეყნებულ წერილს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.

იტვირთბა....