მაჭახლის ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.
დაშავებულია ორი მგზავრი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებების გამო, საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.