ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გიორგი ქობულია: საჭიროების მიხედვით დავაკორექტირებთ საბანკო რეგულაციებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, ყველას მოუწოდა არ იმსჯელონ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით.

მისივე თქმით, უშუალოდ რეგულაციებში გარკვეული კორექტივების შეტანისთვის მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო.

„ყველას მოვუწოდებთ, ნუ ვისმჯელებთ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით. ჩვენ ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტივებს რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო. რაც მთავარია, თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, ანუ ძირითადად ეს გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი. ჩვენ ამას აღვკვეთთ, უკვე აღვკვეთეთ და ამას არ გადავუხვევთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ დაკვირვების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა არის დასაკორექტირებელი. პრინციპში ამას ყველა გაიგებს და დაინახავს. ჩვენ ვთვლით, რომ პრინციპში ამაში ცუდი არაფერია, ანუ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება დღეს და ამ გადაწყვეტილებას შევინარჩუნებთ მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეაქცია ექნება ამაზე ეკონომიკას. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკის რეაქციას ვაკვირდებით და დავაკორექტირებთ, მაგრამ ვექტორები დარჩება იგივე“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

იტვირთბა....