დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მალტაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილ პირებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა, საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ.
შეგახსენებთ, მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. Malta Today-ის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. უცნობმა პირმა, რომელიც ავტომობილიდან სამ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა.