სროლა იყო მალტაში, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაიჭრა. შემთხვევა ქალაქ ბირზებუჯაში მოხდა. როგორც “რუსთავი 2” იტყობინება, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი.
გამომდინარე იქედან, რომ მალტაში საელჩო არ გვაქვს, დეტალების მოძიება გართულებულია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ ვერაფერს საუბრობენ. “მეტრონომი” ოპერატიულად მოგაწვდით სიახლეს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში.