ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეპუტატების ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ

დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

„ჩვენ, დამოუკიდებელ წევრებს სად უნდა გაგვეგო დღევანდელი სხდომის შესახებ? მოვედი კომიტეტის სხდომაზე და აღმოჩნდა, რომ სესია იყო. დამოუკიდებელ წევრებს არც მივლინებაში გვიშვებთ“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის მსგავსად, დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმადა სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, რომ ისინი არ იყვნენ ინოფრმირებულები დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შესახებ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელი სხდომა ლეგიტიმურია.

„პარლამენტის დღევანდელი სხდომა ლეგიტიმურია. რაც შეეხება დარღვევას, სწორედ ამ საკითხზე უნდა შეიკრიბოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და იმსჯელოს დეპუტატთა პირად გაფრთხილებებთან დაკავშირებით. ეს საკითხები დღევანდელი სხდომის ლეგიტიმურობასთან პირდაპირ კავშირში არ არის. მესმის, არსებობს გარკვეული მღელვარება და პოლიტიკური საკითხი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

იტვირთბა....