აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გახდა.
არჩევნებში კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი, დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია, თუმცა გვაძაბიამ კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხსნა.
კენჭისყრაზე გამახარიას მხარი დაუჭირა 14-მა დეპუტატმა, მოწინააღმდეგე კი, ოთხი დეპუტატი იყო.
ახალმა თავმჯდომარემ გია გვაზავა შეცვალა, რომელიც პოსტს ბოლო 10 წლის განმავლობაში იკავებდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.