მთავარი ციტატა

წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ წარსულს სახელი სწორად უნდა დავარქვათ – ბესელია ივანიშვილის წერილზე

“9 აპრილი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა, ერის ერთიანობის, სახელმწიფო მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოა. როცა ამ დღესა და წარსულს იხსენებ, იქვე იმის თქმა, რომ წარსული არ გაიხსენოთ და უკან ნუ მოვიხედავთ, ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის. მგონია, რომ წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ ბმა აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის მარადიულია. ვისაც წარსულში გახედვა არ უნდა, რადგან ბევრი სიმძიმეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვინმეს დაავიწყდება. წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ წარსულს სახელი სწორად უნდა დავარქვათ” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

იტვირთბა....