ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების ფასი ცნობილია

Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების ფასი ცნობილია. ფესტივალის პირველი კალათის ბილეთები და აბონემენტები 8 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გაიყიდება. დღიური ბილეთის ღირებულება 60 ლარია, აბონემენტის ფასი კი 145 ლარს შეადგენს.

1 ივნისიდან ყოველდღიური ბილეთებისა და აბონემენტების ღირებულება გაიზრდება. შეძენა შესაძლებელია მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში.

https://www.facebook.com/tbilisiopenair/videos/1084848698570338/

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air 21,22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics by Riktam, მწვანე ოთახი.

იტვირთბა....