ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წინააღმდეგობრივი, არაფრისმთქმელი რაღაცა, წყალი – ხუხაშვილი ივანიშვილის წერილზე

არაფრისმთქმელი წერილია, წყალია ძირითადად. წერილში არის ისტორიის მისეული ინტერპრეტაცია – რევოლუმციამდე იყო ბნელი და უკუნი და ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ. ჩემამდე ისტორია იყო სიბნელეში და მე თუ ვერ ავაყვავე, აგერ აყვავების პროცესში ვარ, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს.

ხუხაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა ერთი თვითკრიტიკული რაღაც მაინც ეთქვაივანიშვილს წერილში, ამას უფრო შეეძლო ადამიანების გულის მოგება.

“პირდაპირ გითხრათ, ისტორიის თავის თავზე მორგებისა და გადაწერის უხარისხო მცდელობაა. მეტი იქ არაფერი არაა. ივანიშვილის წერილი ამასთანავე არის წინააღმდეგობრივი. ერთის მხრივ, ამბობს, რომ უნდა დავივიწყოთ წარსული და გავერთიანდეთ და მეორეს მხრივ, მთავარ პოლიტიკურ იარაღად სისხლიან ცხრა წელს იშველიებს. წინააღმდეგობრივი, არაფრისმთქმელი რაღაცა გამოქვეყნდა, რაზეც ყურადღების გამახვილება არ იქნება კარგი. ივანიშვილს ძალიან უნდა ხალხს უყვარდეს, მას აფასებდეს და მასთან შედარებით ყველა უვარგისი იყოს. ამ კონტექსტში უნდა წარმოადგინოს. ნაძლადევი სიყვარული არ გამოდის. კარგი იქნებოდა ერთი თვითკრიტიკული რაღაც ეთქვა, ამას უფრო შეეძლო ადამიანების გულის მოგება, მაგრამ არ უნდა აღიარება, ესაა პრობლემა. თუ უნდა, რომ ხალხს უყვარდეს, ჯობს, წერილების ნაცვლად, ლექსების წერა დაიწყოს”, – აცხადებს ხუხაშვილი.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.

 

იტვირთბა....