ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ „დელისზე“ მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა

მეტროსადგურ „დელისზე“ დღეს დილით მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მემანქანემ მგზავრებს შემადგენლობის დაცლა მატარებელში ზეთის გადახურების შედეგად გამოწვეული სპეციფიკური სუნის გამო მოსთხოვა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ვაგონების რეაბილიტაცია-განახლებისთვის 100 მილიონ ლარს დახარჯავს.

„ვაგონის პრობლემა იყო. ეს არის ისევ და ისევ ძველი ვაგონები, რომელიც ხშირად ფუჭდება. ამიტომაც დავიწყეთ პროგრამა, დაახლოებით 100 მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ვაგონების რეაბილიტირება, განახლება, რომ ეს პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....