“საკუთრივ ქალბატონი სალომეს როლი ქართულ პოლიტიკაში ჯერ, სამწუხაროდ, არ იკვეთება, როცა მთაწმინდის მაჟორიტარად მსახურობდა, მაშინაც სალომე არავის უნახავს მთაწმინდაზე, შეგიძლიათ, რიგით მთაწმიდენელებს ჰკითხოთ, ერთხელაც არ მოუკრავთ თვალი, ერთხელაც არ დაინტერესებულა მთაწმინდის პრობლემებით და სამწუხაროდ, როგორც პრეზიდენტი, კვლავ აგრძელებს, მიძინებული პოლიტიკის ტრადიციას. ვერაფერს გეტყვით მის როლზე პოლიტიკაში. ვუსურვებ წარმატებას და ვუსურვებ, რომ იყოს პროაქტიური პრეზიდენტი, რომელიც რაღაცას ლობირებს. ჩვენ გვჭირდება აქტიური, სახალხო პოლიტიკოსები და არა მიძინებული პოლიტიკოსები , რომლებიც თავს იკავებენ მთელ რიგ, მწვავე თემებზე პოზიციონირებისაგან”.
გრიგოლ გეგელია, მთაწმინდის მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი
ამის შესახებ გეგელიამ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: საბჭოთა კავშირზე აპელირებით ცდილობენ, არ ისაუბრონ ეკონომიკურ ჩაგვრაზე – ბლიც-ვიდეოინტერვიუ გრიგოლ გეგელიასთან