ახალი ამბები მთავარი სამართალი

მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ – ბერის თქმით, 14-მა სასულიერო პირმა ცემა

ბერი გაბრიელი აცხადებს, რომ რუსთავის ეპარქიაში 14-მა სასულიერო პირმა ცემა. როგორც “იმედი კვირაში” გასული სიუჟეტის მიხედვით ხდება ცნობილი, ბერსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება Facebook live-ში ლოცვების წაკითხვის აკრძალვის შემდეგ დაიწყო.

23 მარტს ბერმა გაბრიელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პირდაპირ ეთერში ლოცვა აუკრძალა რუსთავის მიტროპოლიტმა.

“არავის განსაკითხავათ არ ვწერ, მაგრამ გული მტკივა, რადგან პირდაპირ ეთერში ლოცვა ამიკრძალა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, თუ რა მიზნით და ვისთვის ვკითხულობდი ამ ლოცვებს..რომ უსიყვარულობამ, განუკითხაობამ და გულგრილობამ წალეკა საქართველო, რომ ამდენი ემიგრანტი გვყავს, რომ ახსარებაზე ბევრი ჩვენთან, ბერებთან მოდიან და არა მღვდლებთან..რომ სასულიერო პირთა ნაწილმა, ბევრი ადამიანი ეკლესიას ჩამოაშორა..და ბევრი სხვა რამ..არავის სჭირდება სიმართლე, სამაგიეროდ გოშიების დიდი რაოდენობა და არა მორჩილების..სჭირდებათ…მე სანამ უფალი გამიყვანს, ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი, და ღმერთმა შეუნდოს და გონება გაუხსნას ყველას, ვინც საკუთარ ინტერესებით ცხოვრობს და სასუფეველში არც თვითონ შედის და არც სხვას უშვებს”, – დაწერა ბერმა.

“სატრაპეზოში, სადაც მეუფე და დაახლოებით 60-მდე მღვდელი იყო, იქ შევედი და ჩემი დაბარების მიზეზი ვიკითხე, რაც დაახლოებით ვიცოდი. მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ, ვინ მირტყამდა, მათ სახეებსაც ვერ ვხედავდი”, — “იმედის” ცნობით, დაწერა ბერმა გაბრიელმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

რუსთავის მიტროპოლიტის განცხადებით, ბერი გაბრიელი მასთან უგონოდ მთვრალი მივიდა და აგდებული ტონით დაუწყო ლაპარაკი და დაიწყო ჭიდაობა, ხოლო შემდეგ ფეხი წამოკრა და წაიქცა.

ბერი გაბრიელის განცხადებით, კი მიტროპოლიტი სისულელეებს ლაპარაკობს და ეპისკოპოსის რეზიდენციის სტუმრობისას მთვრალი არ ყოფილა.

იტვირთბა....