ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს, უნდა გახდეს სავალდებულო” – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს და ახდენს პირველ რეაგირებას, უნდა გახდეს სავალდებულო

თალაკვაძის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარების პროცესში უსაფრთხოება უპირველესია.

„ბუნებრივი აირის მოხმარების პროცესში უსაფრთხოება არის კომპლექსური საკითხი. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, რა თქმა უნდა, თვითონ მიმწოდებელი კომპანიაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა პარლამენტში მსჯელობა და ვფიქრობთ, ამ ეტაპზე არის ის მომენტი, როდესაც უნდა გავააქტიუროთ მუშაობა. ასევე, მოგვიწევს რეგულაციებზე მსჯელობა, რომ დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში აგზავნის განგაშის სიგნალს და ახდენს პირველ რეაგირებას, უნდა გახდეს სავალდებულო. თუ როგორ უნდა მოხდეს ეს მოკლე დროში, ამაზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....