დღეს, “ქართული ოცნება” ჭიათურასა და ზესტაფონში რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატებს წარადგენს.
ჭიათურაში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძეს წარადგენენ. წარდგენა 14:00 საათზე კულტურის სახლის მიმდებარედ არის დაგეგმილი.
ზესტაფონში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძეს წარადგენენ. წარდგენა 17:00 საათზე მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება