“ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ არაფერში არ ეწერება როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მთაწმინდის კანდიდატებს იწვევ და არ უხმობ გრიგოლ გეგელიას, არ ითვალისწინებ იმ უამარავი ადამიანის ინტერესს ვისაც უბრალოდ დროის ფლანგვადაც არ გვიღირს სტუდიაში მიწვეული ხუთივე კანდიდატის მოსმენა.
უგვანი და უპატიებელი საქციელი!”, – წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დებატები, სადაც გრიგოლ გეგელია არ მიიწვიეს.