მთავარი ციტატა

“ჩვენ მომავალში გავხდებით ნატო-ს წევრი ქვეყანა”!

“დღეს ნატო-ს დაარსების დღეა და შეგნებულად გადავწყვიტე ამ დღეს წარვმსდგარიყავი “მინისტრის საათის” ფორმატში. საუბარს დავიწყებ იმ პროგრესზე, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ეხება და რომლის დასტურია გასულ კვირას ჩატარებული ის უპრეცედენტო სწავლება, რომელიც საქართველოში გაიმართა. ამის დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და განსაკუთრებით, ის აღიარება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს და თავდაცვის უწყებას აქვს იმ რეფორმების განხორციელების შედეგად, რომელიც ბოლო წლებში განვახორციელეთ და რომელიც გვაძლევს მტკიცე საფუძველს ვთქვათ – ჩვენ მომავალში გავხდებით ნატო-ს წევრი ქვეყანა. საუბარი ასევე შეეხება მთავარ პარტნიორთან, აშშ -სთან უპრეცედენტო თანამშრომლობის დინამიკას, რომელიც გამოიხატება მზარდ ფინანსურ დახმარებაში, აღჭურვაში, ერთობლივ სწავლებაში და მომავალი თანამშრომლობის გეგმებში. მიღწევები ძალიან საამაყოა თითოეული ქართველისთვის და მინდა, ეს გავუზიარო თითოეულ მოქალაქეს, რადგან ეს არის საერთო წარმატება”.

ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი

იტვირთბა....