როგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობას არაფერზე იღებთ?, – ამ შეკითხვით პარლამენტში მისურლ თავდაცვმის მინისტრ ლევან იზორიას ოპოზიციონერმა “ერვროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა მიმართა.
“დიდი ხნის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრო, თქვენი მინისტრობის დროს კონტრაქტებს დებდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ადამიანთან – ბატონ დევრიშაძესთან და მისგან სხვადასხვა საქონელს ყიდულობდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთში გაცვალა ანუ რუსეთმა ის თავისთან წაიყვანა და აღიარა, რომ ის ნამდვილად ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. აიღეთ თუ არა ამ ამბავზე პასუხისმგებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელთა ფული თავდაცვის სამინისტროდან ამ ადამიანის ჯიბეში მიდიოდა. ასევე საუბარია ჯარში ფულის გამოძალვის შემთხვევებზე, ნეპოტიზმის შემთხვევებზე, “დედოვშინის“ შემთხვევებზე, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს სცემენ. გახსოვთ, როცა წვრთნების დროს მყვინთავები დაიღუპნენ – ჩვენ გამოძიების შედეგები არ ვიცით. იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა თავდაცვის სამინისტროში ფაქტობრივად, გაფორმებული ადამიანები ხელფასს ტყუილად იღებდნენ“, – განაცხადა კანდელაკმა.