პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პატრიოტა ალიანსის წევრი, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც მარშანიამ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომის წამყვანი არის თამარ ჩუგოშვილი.
„სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ გაქვთ ფასეულობები გამრუდებული, ქალბატონო თამარ. არ ემთხვევა ის თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს. იმ ადამიანებს, ვინც სხვანაირად ვმსჯელობთ, ცოტა ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ასეთი აგრესიული, დღევანდელი თქვენი რეაქციები ამ კანონპროექტის განხილვისას, აი ამაზე მეტყველებს ზუსტად. თქვენ თავად აყენებთ იმ ადამიანს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რომელიც ამ აქტუალურ და სასიცოცხლო თემაზე მსჯელობს აქ და თავის აზრს აფიქსირებს. სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ გამრუდებული გაქვთ თქვენ ფასეულობები. ეს პარლამენტი საქართველოს პარლამენტს ნაკლებად ემსგავსება. თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“, – მიმართა ჩუგოშვილს მარშანიამ.
რაზეც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პასუხის გაცემას არ აპირებდა.
“ქალბატონო ადა, შეგიძლიათ, მიკროფონებთან გარეთ გააგრძელოთ ამ ტონალობაში საუბარი. აი, ასეთი პასუხია. მე არ ვაპირებ თქვენთვის პასუხის გაცემას. დამშვიდდით ქალბატონო ადა, დაწყნარდით, დამშვიდდით, ადგილიდან ყვირილიც არ არის კარგი საქციელი. ვიმეორებ, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.